რეზუმე / CV

დასაქმება შეზღუდვების გარეშე!

 

კომპანია CBMG – ს ოფისში სამუშაოდ, კადრების შერჩევა დაწყებულია.  ცხადდება ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციებზე.

დასაქმების მსურველებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ყველა დაინტერესებულ, აქტიურ, მონდომებულ, შედეგებზე ორიენტირებულ პირებს, სტუდენტებს, ემიგრანტებს, შშმ პირებს, წარმომავლობის, რელიგიის, ენის, ორიენტაციის, ფერის გამორჩევის გარეშე თანაბრად გაქვთ შესაძლებლობა და  გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ ყველაზე ფართო მაშტაბიან კონკურსში „კარიერა 2021“  იმისათვის, რომ დასაქმდეთ თქვენთვის სასურველი გრაფიკით, იმუშაოთ სასურველი ადგილიდან, თქვენთვის საინტერესო სფეროში, დაიკაოთ სამუშაო ადგილი კომპანია CBMG – ს ონლაინ ოფისში და მიიღოთ შრომის შესაბამისი სოლიდური ანაზღაურება. 

კონკურსი შედგება 3 ეტაპისაგან:

  1. განაცხადის განხილვა
  2. ონლაინ გასაუბრება
  3. ონლაინ ტრენინგი, სამუშაოს გაცნობა / შესწავლა
  4. ონლაინ პრაქტიკა / მუშაობა, გამოსაცდელი ვადა 2 კვირა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ კონკრეტულად კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი აპლიკანტის განაცხადის ფორმა. აირჩიეთ სასურველი დასაქმების სფერო / პროექტი , აირჩიეთ ვაკანსია, აირჩიეთ სამუშაოს ტიპი და ადგილი, მიუთითეთ თქვენთვის სასურველი სამუშაო დრო და შეავსეთ განაცხადი სრულად, რეალური მონაცემებით. შექმნილი თქვენი განაცხადი /რეზუმე / CV განთავსდება CBMG – ს ეიჩარის მონაცემთა ბაზაში და ისარგებლებთ პრიორიტეტით. დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის  შევსებამდე  გთხოვთ, გაეცნოთ  სამუშაოდ  საჭირო და აუცილებელ  მოთხოვნებს:

  • ინტერნეტთან წვდომა
  • საკუთარი მობილური ტელეფონი
  • საკუთარი სამუშაო მოწყობილობა (კომპიუტერი, ლეპტოპი, პლანშეტი)

დამატებითი უნარ ჩვევები:

  • გამართული მეტყველება
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • პრეზენტაბელური გარეგნობა
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა
  • დროის მართვის უნარი და ორგანიზებულობა
  • მიზანდასახულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ინდივიდუალურობა და ორიგინალურობა ჩაითვლება უპირატესობად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენა ძალიან კარგად (საუბარი, წერა და კითხვა).
  • რუსული, ინგლისური ან სხვა ენა  (სასაუბრო დონე) ჩაითვლება უპირატესობად.
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა კერძოდ : Microsoft Word, Excel, Gmail, Facebook სხვა დამატებითი პროგრამების ან სოციალური პლათფორმის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

მთავარ ოფისში სამუშაოდ დამატებით საჭიროა:

  1. პროფესიის და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ების ასლები (დიპლომი/ები და სერთიფიკატები)
  2. აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება

გაითვალისწინეთ, რომ დაცულია კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ასევე აპლიკანტის ნებართვის გარეშე, ინფორმაცია მესამე პირზე არ გაიცემა).

გმადლობთ, რომ აგვირჩიეთ და სარგებლობთ ჩვენი მომსახურეობით. გისურვებთ წარმატებას.

ახალი ძლიერი ენერგია და ინდივიდუალიზმი. მართეთ თქვენი მომავალი დამოუკიდებლად, ახლა ის უკვე თქვენს ხელშია, თქვენს გვერდით გვიგულეთ – კომპანია CBMG 

error

გაუზიარეთ მეგობრებს